Monday, Apr 14 · 10:00 AM
Dr. Johnson
Neurology · MG follow-up
Imulogy არ შექმნილა საკონფერენციო ოთახში. ის შეიქმნა ჩემი დიაგნოზის, გაურკვევლობისა და საჭიროებების ფონზე, გამეგო რა ხდებოდა ჩემს სხეულში.
ჩვენი მისია
ვეხმარებით მიასთენია გრავისით მცხოვრებ ადამიანებს უკეთ გაიგონ საკუთარი მდგომარეობა, მოემზადონ ექიმთან ვიზიტებისთვის და აღარ იგრძნონ თავი მარტოდ.
ყველაფერი დაიწყო უმიზეზო ქოშინით, რომელსაც ვერავინ ხსნიდა. შემდეგ დამეწყო ქუთითოს დაშვება (ფტოზი), მხედველობის გაორება, კიდურების სისუსტე და ყოველდღიურობა ბრძოლად იქცა.
სიმპტომებს, ენერგიის დონეს, კვებას, და წამლებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი. ამ ყურადღებამ რეალურად გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი ჯნამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასე მოვედი თითქმის სრულ რემისიამდე..
მთავარი გაკვეთილი რაც მივიღე: სხეული გვაძლევს სიგნალებს. Imulogy არის ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში მჭირდებოდა, და ახლა ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინს მსგავს რეალობაში ცხოვრობს.
მძიმე გენერალიზებული სერონეგატიური MG. ქოშინი, პტოზი, დიპლოპია და ყოველდღიური სისუსტე.
სამედიცინო ლიტერატურა, ელიმინაციური დიეტები და სიმპტომების განსაკუთრებული ყურადღებით მონიტორინგი
ენერგიის აღდგენა, ძალის გაუმჯობესება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ნელ-ნელა დაბრუნება.
პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია პირადი და სხვა პაციენტების გამოცდილებით.
Imulogy არ ანაცვლებს სამედიცინო რჩევებს. ეს არის ინსტრუმენტი ცნობიერებისთვის, სიმპტომატიკის შესწავლისა და ვიზიტისთვის მოსამზადებლად, არა დიაგნოზის დასასმელად ან მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად.
თქვენი ყოველდღიური ჩანაწერების გარდაქმნა სამედიცინო ინფორმაციად 4 მარტივი ნაბიჯით.
შეავსეთ მიასთენია გრავისის ტესტები, შეიყვანეთ ინფორმაცია მედიკამენტების, ცხოვრების წესის, და არტერიული წნევის შესახებ მარტივი ინტერფეისით.
Imulogy გარდაქმნის თქვენს ჩანაწერებს სამედიცინოდ ვალიდურ ინფორმაციად გამომწვევი მიზეზების ამოსაცნობად.
შექმენით სრტუქტურირებული ანგარიში სიმპტომებისა და დაავადების პროგრესირების შესახებ. იყავით მზად ექიმთან ვიზიტისთვის.
გაუზიარეთ სრულყოფილი ანგარიში თქვენს სამედიცინო გუნდს, რათა მიიღოთ გადაწყვეტილება მონაცემებზე დაყრდნობით.
თითოეული ფუნქცია მორგებულია მიასთენია გრავისის სპეციფიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
ასისტენტი რომელსაც ესმის მიასთენია გრავისი - გეხმარებათ სიმპტომების მონიტროინგში, ექიმთან ვიზიტისთვის მოსამზადებლად და ინფორმაციის ანალიზში, რომელიც თითოეულ თქვენს კონსულტაციას უფრო შედეგიანს გახდიდს.
ჩვენი ასისტენტი თვალს ადევნებს აპლიკაციაში შეყვანილ ინფორმაციას, აანალიზებს ჯანმრთელობის მონაცემებს ანონიმურობის პრინციპის გათვალისწინებით, პოულობს ნიმუშებს და გეხმარებათ ნევროლოგთან ვიზიტისთვის მომზადებაში.
AI ასისტენტის გამოცდაგაიგეთ, როგორ იცვლება დროთა განმავლობაში თქვენი სიმპტომები, მედიკამენტები და ყოველდღიური ჩვევები—და რა შეიძლება გავლენა ახდენდეს თქვენს MG-ზე.
მიიღეთ შეჯამება თქვენი ბოლო სიმპტომების, მკურნალობისა და საინტერესო საკითხების შესახებ, რომ მაქსიმალურად მზად იყოთ ექიმთან ვიზიტისთვის.
დაუსვით ასისტენტს კითხვები თქვენს მონაცემებზე დაყრდნობით და მიიღეთ თქვენზე მორგებული ანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ მიასთენია გრავისის მართვაში ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად.
დაუკავშირდით სხვებს, ვინც მიასთენია გრავისიით ცხოვრობს. გააზიარეთ ისტორიები და მიიღეთ გამოცდილება საზოგადოებისგან
Imulogy შექმნილია, როგორც მუდმივი და უსაფრთხო სივრცე თქვენი მიასთენია გრავისის მართვისთვის. თქვენი მონაცემები თქვენი საკუთრებაა, თავად წყვეტთ ვინ ნახავს მათ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისტორიის სრულად ჩამოტვირთვა ან წაშლა.
თქვენი მონაცემები ინახება უსაფრთხო, დაშიფრულ მონაცემთა ბაზებში. ჩვენ ვიყენებთ ინდუსტრიულ სტანდარტებს კონფიდენციალურობისთვის.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა →ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თქვენს მონაცემებზე. მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, წინასწარ შეგატყობინებთ და მოგცემთ მონაცემების ჩამოტვირთვის საშუალებას.
გამოყენების პირობები →თქვენი სიმპტომების ჟურნალი და ანგარიშები მხოლოდ თქვენია. ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე მხარეებთან ან რეკლამის განმთავსებლებთან.
ყველაფერი, რაც Imulogy-ის შესახებ უნდა იცოდეთ
Imulogy შეუფერხებლად მუშაობს თქვენს ყველა მოწყობილობაზე.
შედით ნებისმიერი მოწყობილობიდან ბრაუზერით — კომპიუტერით, ტაბლეტით ან ტელეფონით. თქვენი მონაცემები მყისიერად სინქრონიზდება.
აღრიცხეთ სიმპტომები გზაში ყოფნისას ნებისმიერი მობილური მოწყობილობიდან.
მართეთ თქვენი პანელი ნებისმიერი ბრაუზერიდან. ნახეთ გრაფიკები და შექმენით ანგარიშები.
მონაცემები მომენტალურად სინქრონიზდება. დაიწყეთ ტელეფონზე, დაასრულეთ კომპიუტერზე.